Сообщения

Сообщения за март, 2018

ისტორიის ტესტი

ისტორიის ტესტი (ბეჭდური) ისტორიის ტესტი (ელექტრონული ვერსია)

23 მარტს ბათუმში ქალაქის გათავისუფლებისთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს

Изображение
ეს თარიღი უკავშირდება 1921 წლის მოვლენებს, როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმის პორტიდან ტოვებს ქვეყანას, საქართველოს რესპუბლიკის რეგულარული არმიის გენერალი კი, გიორგი მაზნიაშვილი, თავის მებრძოლებთან ერთად რუსეთის წითელ არმიასთან მარცხდება. ამ დროს თურქეთის არმიის პოლკოვნიკი ბათუმსა და მის შემოგარენს იკავებს და თავს აცხადებს ქალაქის გენერალ-გუბერნატორად. დამოუკიდებელი საქართველოს გენერალი გიორგი მაზნიაშვილი დამარცხებულ თანამებრძოლებთან ერთად ბათუმში ბრუნდება და ქალაქის განთავისუფლებისთვის ბრძოლაში ერთვება თურქეთის არმიის წინააღმდეგ. ბათუმის დასაცავად ჯარისკაცებს მთელი ქალაქი უერთდება. „რეგულარული ჯარის ნაწილი, მოხალისეები, დოცენტი იყო, მაგალითად, ერთი მონაწილე, გვარად ვადაჭკორია, რომელსაც იარაღთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ ყველა დაირაზმა და გაერთიანდა ბათუმის დასაცავად. მაშინ განსაკუთრებული პოლიტიკური სიჭრელე იყო, ხშირად ერთ ოჯახში 5 სხვადასხვა პარტიის წევრიც კი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ როდესაც დადგა აუცილებლობა, გარდაუვალობა, რომ ბათუმი დაიკარგებო...