Сообщения

პირველი ქართველი მფრინავი ქალის ამბავი

ფადიკო გოგიტიძე პირველი ქართველი მფრინავი ქალია. იგი 1916 წელს ქობულეთში დაიბადა. 1936 წელს დაამთავრა თბილისის საფრენოსნო სკოლა. როგორც გაზეთი “საბჭოთა აჭარა” 1936 წლის აგვისტოს ნომერში წერდა, ფადიკო გოგიტიძეს საფრენოსნო საქმე ერთ წელში უნდა შეესწავლა: „ერთ წელში უნდა დაუფლებოდა მანქანის მართვას. ერთ წელში უნდა გამხდარიყო მფრინავი… ჯერ ერთი წელი არ იყო მოთავებული, რომ ფადიკო გოგიტიძე უკვე დამოუკიდებლად ფრენდა, დამოუკიდებლად მართავდა ფოლადის შევარდენს, მართავდა საოცარის სიზუსტითა და სილამაზით”. „მათ ვაჟკაცურად გადმოეფრინათ სურამის დანისლული უღელ-ტეხილი და სწორედ დანიშნულ დროისთვის ბათომს დაეშვენ” – წერდა „საბჭოთა აჭარა”. ფადიკო გოგიტიძემ თბილისის საფრენოსნო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ბათუმის აეროკლუბში ინსტუქტორად. ბათომში აეროკლუბი მოსახლეობის მიერ ნებაყოფლობით შეგროვებული თანხებით მოეწყო. აქ ხდებოდა მფრინავთა, პლანეტართა, პარაშუტისტთა და ავია-მოდელისტთა კადრების მომზადება „წარმოებიდან მოუწყვეტლად“. ადამიანები საშუალოდ 20-50 მანეთს დებდნენ ბათუმში აეროკლუბისა დ...

როგორ დავწეროთ რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე

Изображение
როგორ დავწეროთ რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე როგორც ვიცით, რეფლექსია უნდა უპასუხებდეს ხუთ შეკითხვას: რამდენად მივაღწიე გაკვეთილის მიზანს? ("გავედი" თუ არა მიზანზე?) რა იყო კარგი ჩატარებულ გაკვეთილში? რა ძლიერი მხარე შეიძლება გამოვკვეთოთ? შევცვალე თუ არა გაკვეთილის გეგმა და რატომ?  რა არ გამოვიდა ისე, როგორც დაგეგმილი მქონდა? ან: რა იყო პრობლემური? როგორ გავაუმჯობესებ სუსტ მხარეს?  (შეკითხვები სხვადასხვა ფერის იმიტომაა, რომ ქვემოთა რეფლექსიებიც ამის მიხედვითაა გაფერადებული.)    აღნიშნული შეკითხვები ადამიანმა უნდა დასვას ნებისმიერი საქმიანობის დასრულების შემდეგ, თუკი მას უნდა, უკეთესად გააკეთოს ეს საქმე მომავალში. მაგალითისთვის ავიღოთ დიასახლის რეფლექსიური ფიქრები, ვთქვათ, ლობიოს მომზადების შემდეგ: -   მშვენიერი ლობიო გამომივიდა, გემრიელად ჭამეს ბაშვებმა. ემზარსაც ძალიან მოეწონა და ღიმილით შემაქო... საოცარი გემო ჰქონდა და სურნელიც.  ძალიან კარგად მქონდა შეზავებული სანალებლებით.   თავისი როლი შეასრულა ქოთანმაც. სხვა დროს ...

გონებრივი იერიში

გონებრივი იერიში 1-2 ქულა 3-4 ქულა 5-6 ქულა 7-8 ქულა 9-10 ქულა ინოვაციური იდეების გენერირება ვერ გამოთქვამს   მოსაზრებას და უჭირს საკვლევი საკითხის იდენტიფიცირება გამოთქვას   მოსაზრებას, მაგრამ არ არის ლაკონურად და ნათლად წარმოდგენილი, უჭირს საკითხთან დაკავშირება გამოთქვამს ერთ მოსაზრებას/იდეას,   ლაკონურად და ნათლად წარმოდგენს, მაგრამ აკლია ორიგინალობა გამოთქვამ სხვადასხვა მოსაზრებას საკითხის ირგვლივ, აყალიბებს   ლაკონურად და ნათლად მაგრამ აკლია ორიგინალობა გამოთქვამ სხვადასხვა მოსაზრებას საკითხის ირგვლივ, აყალიბებს   ლაკონურად და ნათლად, არის ორიგინალური გამოხშირვა/ გაცხრილვა - დახარისხება/დაჯგუფება ვერ ამოიცნობს   იდეებს/ფაქტებს შორის მსგავსება-განსხვავებას, ვერ ახარისხებს არსებითი ნიშნის მიხედვით, ვერ ახორციელებს არაადექვატური მოსაზრების გაცხრილვას, ვერ ასაბუთებს არგუმენტირებულად ამოიცნობს   იდეებს/ფაქტებს შორის მსგავსება-გან...