როგორ დავწეროთ რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე როგორც ვიცით, რეფლექსია უნდა უპასუხებდეს ხუთ შეკითხვას: რამდენად მივაღწიე გაკვეთილის მიზანს? ("გავედი" თუ არა მიზანზე?) რა იყო კარგი ჩატარებულ გაკვეთილში? რა ძლიერი მხარე შეიძლება გამოვკვეთოთ? შევცვალე თუ არა გაკვეთილის გეგმა და რატომ? რა არ გამოვიდა ისე, როგორც დაგეგმილი მქონდა? ან: რა იყო პრობლემური? როგორ გავაუმჯობესებ სუსტ მხარეს? (შეკითხვები სხვადასხვა ფერის იმიტომაა, რომ ქვემოთა რეფლექსიებიც ამის მიხედვითაა გაფერადებული.) აღნიშნული შეკითხვები ადამიანმა უნდა დასვას ნებისმიერი საქმიანობის დასრულების შემდეგ, თუკი მას უნდა, უკეთესად გააკეთოს ეს საქმე მომავალში. მაგალითისთვის ავიღოთ დიასახლის რეფლექსიური ფიქრები, ვთქვათ, ლობიოს მომზადების შემდეგ: - მშვენიერი ლობიო გამომივიდა, გემრიელად ჭამეს ბაშვებმა. ემზარსაც ძალიან მოეწონა და ღიმილით შემაქო... საოცარი გემო ჰქონდა და სურნელიც. ძალიან კარგად მქონდა შეზავებული სანალებლებით. თავისი როლი შეასრულა ქოთანმაც. სხვა დროს ...
Комментарии
Отправить комментарий